png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

როგორ უნდა მივიღოთ 300-ლარიანი დახმარება - განმარტება

  • საზოგადოება
  • 28.11.2020
  • 12:56
როგორ უნდა მივიღოთ 300-ლარიანი დახმარება - განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 300-ლარიან დახმარების მიღებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

დაქირავებულთა დახმარება ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, რომელთაც დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე შეუჩერდათ საქმიანობის შესაძლებლობა

კითხვა 1: რა შემთხვევაში ვითვლები კომპენსაციის მიმღებ პირად?

ა) თუ თქვენ ხართ დაქირავებით დასაქმებული და 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო თქვენს დამსაქმებელს შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება.

ბ) თუ თქვენ ხართ თვითდასაქმებული და 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული გაქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება.

კითხვა 2: დაქირავებით დასაქმებულმა როგორ უნდა გავაკეთო განაცხადი, რომ მივიღო კომპენსაცია?

თუ აკმაყოფილებთ ამ ტიპის კომპენსაციის მიმღების კრიტერიუმებს (იხ. კითხვა 1) განაცხადის გაკეთება თქვენს მიერ არ არის საჭირო. დამსაქმებლის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღებთ კომპენსაციას.

კითხვა 3: თვითდასაქმებულმა როგორ უნდა გავაკეთო განაცხადი, რომ მივიღო კომპენსაცია?

ა) თუ აკმაყოფილებთ ამ ტიპის კომპენსაციის მიმღების კრიტერიუმებს (იხ. კითხვა 1) და რეგისტრირებული ხართ გადასახადის გადამხდელად, კომპენსაციის მოთხოვნის განაცხადი უნდა წარადგინოთ შემოსავლების სამსახურში.

ბ) თუ აკმაყოფილებთ ამ ტიპის კომპენსაციის მიმღების კრიტერიუმებს (იხ. კითხვა 1) და რეგისტრირებული არ ხართ გადასახადის გადამხდელად, მაგრამ ფაქტობრივად საქმიანობას ახორციელებდით იმ ობიექტის ტერიტორიაზე რომელსაც შეუჩერდა საქმიანობის უფლება, ობიექტის მფლობელი გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღებთ კომპენსაციას.

კითხვა 4: არ ვიცი ვიყავი თუ არა ოფიციალურად დასაქმებული, როგორ უნდა გავიგო?
თქვენ დაქირავებით დასაქმებული იყავით იმ შემთხვევაში, თუ გქონდათ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან, ან ინდ. მეწარმესთან, ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან და იღებდით შრომის ანაზღაურებას.

კითხვა 5: ვინ ითვლება ისეთ რეგისტრირებულ თვითდასაქმებულად?

ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვთ დაბეგვრის რომელიმე რეჟიმი (მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის განმახორციელებლი პირი, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე, ინდივიდუალური მეწარმე).

კითხვა 6: როგორ შეიძლება მიიღოს პირმა კომპენსაცია, თუ არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, არ არის დაქირავებით დასაქმებული, მაგრამ ფაქტობრივად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას იმ ობიექტის ტერიტორიაზე, რომელსაც შეუჩერდა საქმიანობის უფლება?

გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა, რომელსაც შეჩერებული აქვს საქმიანობის უფლება, შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს ინფორმაცია მესამე პირების შესახებ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებად და საქმიანობას ფაქტობრივად ახორციელებდნენ უშუალოდ მათი ობიექტის ტერიტორიაზე. მაგალითად:

1. პირი რომელიც საქმიანობს ბაზრობის ტერიტორიაზე - პირი რომელიც საქმიანობს ბაზრობის ტერიტორიაზე და არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, ასეთი პირის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორმა და მიუთითოს საქმიანობის სახე.

2. პირი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას, და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - ასეთი პირის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს ავტოსადგურის ორგანიზატორმა.

3. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირი, რომელიც ამზადებს პროდუქციას და აბარებს მაღაზიას, ან პირი რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებს რესტორანს - ასეთი პირის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს მაღაზიის/რესტორნის მფლობელმა გადასახადის გადამხდელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge