png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ერმა და ბერმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს - ლევან რატიანი

  • საზოგადოება
  • 23.11.2020
  • 22:04
ერმა და ბერმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს - ლევან რატიანი

ერმა და ბერმა უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, პირადი ამბიცია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დამთრგუნველია, როდესაც პაციენტი და მისი პატრონი ექიმს სთხოვს მიიღოს კლინიაკშ, და ის ვერ ეხმარება.

”ექიმი ვარ პირვლ რიგში. არ მაინტერესებს არავის პოლიტიკური შეხედულება, ჩემთვის მთავარი დევიზი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეწია დახმატება.

ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან დავითრგუნე. როცა პაციენტი ან მისი პატრონი გიკავშირდება 112-ით და გთხოვს, რომ მიიღო პაციენტი და მას ვერ ეხმარები, ეს დამთრგუნველია ექიმისთვის...როდესაც მარტში ჩვენთან პანდემია დაიწყო, პირველი ინტერვიუს, დროს ვთქვი, რომ ეს დინამიური პროცესია და სამწუხაროდ, ისეთი სუნი ასდის ამ ვირუსის გავრცელებას სამყაროში, რომ დადგება მომენტი, ექიმობა ჰუმანიზმს დაკარგავს. ამის გამი ბევრმა გამაკრიტიკა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს ახდა. იმედია, ყველა გავერთიანდებით და გვექნება ერთიანი ლოზუნგი, რომ ყველა უნდა გადავრჩეთ.

ერმა და ბერმა უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, პირადი ამბიცია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს. ამ ხალხს უნდა ვუშველოთ და მოვლა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის. ხვალიდან იქნება, მთავრობა, პოზიცია იქნება, ოპოზიცია იქნება უნდა დასხდნენ ყველა ერთად და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს ამ ვირუსისგან. ერთმანეთის ქიშპში, წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ რომ ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge