png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება

  • მსოფლიო
  • 04.11.2020
  • 13:00
ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება.

მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ის დემოკრატების კანდიდატს ჯო ბაიდენს იმ შტატებში უგებს, სადაც ამას არავინ ელოდა: კერძოდ - ოჰაიოს, ტეხასის, ფლორიდის, ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში.

„დღეს ფენომენალური შედეგები გვაქვს. ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის და სიმართლე გითხრათ, არჩევნები მოგებული გვაქვს. ჩვენ მილიონობით ადამიანმა მოგვცა ხმა. ყველა ეს შტატი არც კი გვჭირდება მოსაგებად“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ზოგიერთ შტატში ხმის მიცემის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქვეყანაში 46-ე პრეზიდენტს ირჩევენ. ტრამპის მეტოქე დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენია.  ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს. ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ, არამედ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა

ტელეარხ Fox News-ს ინფორმაციით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოელგიის წევრთა 238 ხმა აქვს, ტრამპს კი 213. ზოგიერთ შტატში შედეგები ჯერ დათვლილი არ არის, ამიტომ რომელიმე კანდიდატის ლიდერობაზე საუბარი ჯერ ადრეა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge