png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

  • საზოგადოება
  • 31.10.2020
  • 11:55
ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ნინო ცაციაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მცირე ინციდენტები იყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ერთადერთი საქმე, რომელზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო, არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტი.

„როგორც მოგახსენეთ, 2020 წლის 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შექმნილია რეგიონებში პრევენციული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც კონკრეტულ ინციდენტს თუ სამართალდარღვევას ექნება ადგილი, ძალიან დროული და ოპერატიული იყოს მათზე რეაგირება. შესაბამისად, ამ საათის მონაცემებით, მცირე ინციდენტები იყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ, გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge