png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

შეიძლება კარგი ადამიანია მამა კირიონი, მაგრამ მხოლოდ მის შეფასებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბედი - მეუფე მელქისედეკი

  • საზოგადოება
  • 15.10.2020
  • 09:41
შეიძლება კარგი ადამიანია მამა კირიონი, მაგრამ მხოლოდ მის შეფასებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბედი - მეუფე მელქისედეკი

თუ სინოდი არ იმსჯელებს და საპატრიარქო ასე მიუშვებს სასულიერო პირების ნებისმიერ გამონათქვამს, შეიძლება ჩვენ ომის ქარცეცხლში გავეხვიოთ, - ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" განაცხადა.

"აუცილებელია წმინდა სინოდმა ამ საკითხებზე იმსჯელოს, თუ სინოდი არ იმსჯელებს და საპატრიარქო ასე მიუშვებს სასულიერო პირების ნებისმიერ გამონათქვამს, შეიძლება ჩვენ მართლა გავეხვიოთ ისეთი ომის ქარცეცხლში, რომ აქეთ გადმოიტანოს რუსეთმა, მაგალითად - ომის პერიპეტიები საქართველოს ტერიტორიაზე.

მე მინდა მამა კირიონს ვკითხო, როდესაც ქალბატონმა პრეზიდენტმა ცნობილი გნცხადება გააკეთა და იმის შემდეგ დაიწყო აზერბაიჯანული ჯარების ზემოთ ამოსვლა, აი იმ ქედზე - მაშინ, რატომ მის მეგობარ, დღევანდელ თავდაცვის მინისტრს არ მიმართა, რომ რაღაცა ემოქმედა, თავდაცვის სამნისტროს ?!", - იკითხა მეუფე მელქისედეკმა.

მისივე თქმით, სინოდი დავით გარეჯის საკითხზე არ არის ინფორმირებული. მხოლოდ მამა კირიონის შეფასებით არ უნდა წყდებოდეს დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას "ბედი".

"შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, უყვარს ძალიან, ვთქვათ, სამშობლო, უყვარს ეკლესია, უყვარს დავით გარეჯი, მაგრამ, ხომ შეიძლება მის შეფასებებში ცდებოდეს მამა კირიონი?! ხომ შეიძლება მარტო მის შეფასებებზე არ იყოს დამოკიდებული ამ ორი ადამიანის ბედი?! მე მათ ამიტომ მივმართავ, რომ გაუძლონ, ყველაფერი კარგად იქნება, სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - თქვა მეუფემ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge