მსოფლიოში, ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
- მსოფლიო
- 08.10.2020
- 23:21
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში, ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების 338 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.
ინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა (122 715), შემდეგ კი ევროპაში (96 996).
მსოფლიოში COVID-19-თ ინფიცირებულთა რაოდენობამ 36 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა მილიონზე მეტი ადამიანი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზიანებული ქვეყნებია აშშ, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200