png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ალიევი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებები მაშინ დასრულდება, როცა სომხეთი ყარაბაღს დატოვებს

  • მსოფლიო
  • 03.10.2020
  • 14:18
ალიევი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებები მაშინ დასრულდება, როცა სომხეთი ყარაბაღს დატოვებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Al Jazeera-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, თუ სომხეთის ძალები არააღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიას დატოვებენ.

„პირობები ასეთია - მათ ტერიტორია უნდა დატოვონ. დაიწყონ ჯარების გაყვანა და წარმოგვიდგინონ გაყვანის გრაფიკი, აიღონ შუამავლების წინაშე დამაჯერებელი და სერიოზული ვალდებულებები“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა დასძინა, რომ ბაქო „30 წელს კიდევ ვერ მოიცდის“ და კონფლიქტის დარეგულირებას უაზხოესი ხნის განმავლობაში აპირებს.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების ძლიერი დაბომბვის შედეგად დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე, 60-ზე მეტი დაიჭრა, ასობით სახლი კი დაინგრა.

შეხების ხაზზე, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური ბრძოლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც.

 „ფრონტზე სიტუაცია დაძაბულია. ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები ჩახშობილია ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით, მოწინააღმდეგე  მხარისთვის მიყენებულია უდიდესი ზიანი. სასტიკი ბრძოლები მთელ ფრონტზე გრძელდება“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge