png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან თავდასხმის საქმეზე 9 ადამიანია დაკავებული

  • მსოფლიო
  • 26.09.2020
  • 19:33
„შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან თავდასხმის საქმეზე 9 ადამიანია დაკავებული

პარიზში, „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარ თავდასხმის საქმეზე ცხრა ადამიანია დაკავებული. ბოლოს მთავარ ეჭვმიტანილთან დაკავშირებული კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილის უმცროსი ძმა, პაკისტანელი, ქალაქ ვალ-დუაზში აიყვანეს. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს მამაკაცი, რომელიც სავარაუდო თავდამსხმელის გარემოცვას ეკუთვნოდა.

საერთო ჯამში დაკავებულია ცხრა ადამიანი: ბოლო ორი დაკავებულის გარდა, დაპატიმრებულია მთავარი ეჭვმიტანილი, ხუთი მამაკაცი, რომლებიც თავდასხმის დღეს თავდამსხელის ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდნენ და მისი ყოფილი მეზობელი.

თავდასხმა პარასკევს, 25 სექტემბერს პარიზის მე-11 ოლქში მოხდა, იქ სადაც ადრე სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ ოფისი მდებარეობდა. თავდასხმელმა ცივი იარაღით დაჭრა ორი ადამიანი. საფრანგთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა მომხდარს „ისლამისტური ტერორიზმის აქტი“ უწოდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ძირითადმა ეჭვმიტანილმა -  18 წლის პაკისტანელმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ სურდა „შარლი ებდოს“ ჟურნალისტების მოკვლა, მოციქულ მუჰამედის კარიკატურის დაბეჭდვის გამო.

რედაქციაზე თავდასხმა 2015 წელს მოხდა. მანამდე ჟურნალის ყდაზე მუჰამედის კარიკატურები დაიბეჭდა. 2015 წელს ჯიჰადისტმა ძმებმა შეიარაღებული თავდასხმისას რედაქციის 12 თანამშრომელი დახოცეს, მათ შორის გამოცემის 5 მთავარი კარიკატურისტი.

დღეს შარლი ებდოს რედაქცია გასაიდუმლოებულ შენობაში იმყოფება.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge