png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნავალნის საქმე რომ არა, დასავლეთი სხვა რამეს მოიგონებდა - სერგეი ლავროვი

  • მსოფლიო
  • 18.09.2020
  • 14:05
ნავალნის საქმე რომ არა, დასავლეთი სხვა რამეს მოიგონებდა - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის საქმე რომ არა, დასავლეთი სხვა რამეს მოიგონებდა.

„ამ ეტაპზე ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რაც შეიძლება ღრმად გაგვიფუჭდეს ურთიერთობები ევროკავშირთან. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებსაც ეს ესმით. მაგრამ მათთან მოქმედებს კონსენსუსის პრინციპი. ე.წ. სოლიდარობა. ამ პრინციპს ბოროტად იყენებენ ქვეყნები, რომლებიც რუსოფობიულად განწყობილ უმცირეობას წარმოადგენენ“, - განუცხადა ლავროვმა „რია ნოვოსტის“.  

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია იყენებს საეჭვო მიზეზებს რუსეთისთვის გამოძიების საქმის მასალების გადასაცემად.

„გერმანია გვეუბნება „არაფრის თქმა შეგვიძლია, მიმართეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. ჩვენ მათ რამდენჯერმე მივმართეთ. იქ გვეუბნებიან „წადით ბერლინში“. ეს ჩვენ კარგად გავიარეთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, გერმანელი ექიმების წყალობით კი სიკვდილს გადაურჩა. ამ დროისთვის კომიდან გამოსული პოლიტიკოსი კვლავ გერმანულ კლინიკა "შარიტეში" გადის მკურნალობის კურსს.

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერების კვალი ნავალნის ბიოლოგიურ ნიმუშებში. ეს არის გერმანიის, საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები. ასევე, ამ მასალებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაც (OPCW) იკვლევს.

დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს დაიწყოს გამოძიება ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე და დასაჯოს დამნაშავეები ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას. თუმცა, კრემლი უარყოფს იმას, რომ ნავალნი მოწამლულია და აცხადებს, რომ გერმანიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი შესაბამისი მონაცემები. ამავე დროს, ბუნდესვერის ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტმა, რომელმაც ნავალნის ბიომასალაში "ნოვიჩოკის" კვალი გამოავლინა, განმარტა, რომ არ შეუძლია რაიმე ინფორმაციის გაზიარება მესამე მხარისთვის საქმის საიდუმლო ვითარებიდან გამომდინარე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge