png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თეა წულუკიანმა ევროკავშირის პროექტის „დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და პენიტენციური სისტემების მხარდაჭერა“ დასკვნითი კონფერენცია გახსნა

  • საზოგადოება
  • 04.09.2020
  • 14:41
თეა წულუკიანმა ევროკავშირის პროექტის „დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და პენიტენციური სისტემების მხარდაჭერა“ დასკვნითი კონფერენცია გახსნა

2020 წლის 4 სექტემბერს, „დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და პენიტენციური სისტემების მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ევროკავშირის დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და პენიტენციური სისტემების მხარდაჭერის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა რანდელ ბაროუზმა.

კონფერენციის მონაწილეებმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში ევროკავშირისა და ქართული მხარის ერთობლივი ძალისხმევითა და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრეს.

მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების თანმიმდევრული განვითარების პროცესში ევროკავშირის დელეგაციასა და პროექტთან ნაყოფიერ, შედეგზე ორიენტირებულ და კონსტრუქციული თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის, ღირებულია ის ხელშესახები სისტემური შედეგები, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ. იმედი მაქვს, რომ უკვე არსებულ შედეგებზე დაფუძნებული სამომავლო თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო დანაშაულის პრევენციის, პრობაციისა და პენიტენციურ სისტემებში მიმდინარე რეფორმები; 2019 წლის თებერვალში იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში; ასევე, პროექტთან თანამშრომლობით მიღწეული შედეგების, როგორიცაა პენიტენციური სისტემის ორგანიზაციული გაძლიერება და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში პერსონალის სამუშაო გარემოს, სამუშაო პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ახალი მცირე ზომის დახურული ტიპის დაწესებულებების მშენებლობა და პროექტირება; რეაბილიტაციის მიმართულების გაძლიერება; მსჯავრდებულთა დასაქმების წახალისება და ხელშეწყობა; პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება; თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; პენიტენციური და პრობაციის სისტემების IT ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დაფუძნება; შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიმდინარე პროექტის მომზადებას უწყებათაშორისი საზოგადოებრივი დაცვის მექანიზმის (MAPPA) დანერგვა; გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში.

„შარშან, თებერვალში დამტკიცდა „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“. სტრატეგიული დოკუმენტები შემუშავდა სწორედ ევროკავშირის პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობით. დღეისათვის, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პენიტენციური სისტემა უწყვეტი განვითარების პროცესშია. სისტემის ფარგლებში უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები ინფრასტრუქტურული, რეაბილიტაციის მიდგომების გაძლიერების, მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, თანამშრომელთა სამუშაო პირობებისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების, პენიტენციური ჯანდაცვის შემდგომი განვითარების, პენიტენციურ სისტემაში IT ინფრასტრუქტურის გაძლიერების, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის კუთხით.“,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მიუხედავად არაერთი თემატური მიმართულების ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემები მეტი საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე, თანამედროვე, თავისუფლებააღკვეთილ პირთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მიდგომების/მეთოდოლოგიების დანერგვასა და შესაბამის ტექნიკურ მხარდაჭერას საჭიროებს.

კონფერენციას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთო სასამართლოების და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ასევე, სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge