ნიკა ლალიაშვილი ტელეკომპანია "იმედის" დირექტორად დაინიშნა
- საზოგადოება
- 04.09.2020
- 12:20
ნიკა ლალიაშვილი, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში "იმედში" მუშაობდა, ამავე ტელევიზიის დირექტორად დაინიშნა. გადაწყვეტილება არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 31 ივლისს მიიღეს.
მანამდე არხის დირექტორი ელდარ მდინარაძე იყო. მდინარაძე "იმედში" გასული წლის ივლისში დაინიშნა. ის წლების წინ, "ვარდების რევოლუციამდე" ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში, მე-9 არხში მუშაობდა. წლების შემდეგ კი ვანო ჩხარტიშვილის ტელეკომპანიაში, "მზეში" დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200