png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები გაუხსნა

  • საზოგადოება
  • 05.07.2020
  • 12:18
ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები გაუხსნა

ესპანეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ინფორმაციას ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საქართველოდან მიმავალ მგზავრებს შეეძლებათ. ცვლილება 4 ივლისიდან ამოქმედდა.

ესპანეთში გამგზავრების მსურველმა პირებმა მოგზაურობის დაწყებამდე ელექტრონული განცხადების ფორმა უნდა შეავსონ მისამართზე: www.spth.gob.es, რის შემდეგაც თითოეული მათგანი, საზღვარზე წარსადგენად, სპეციალურ QR კოდს მიიღებს.

მანამდე კი საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები საფრანგეთმა, იტალიამ და შვედეთმაც გაუხსნეს.

ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში პირველ ივლისს მიიღეს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პირველი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს.

ოფიციალური რომის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, ვიზიტის მიზეზის დასაბუთება არ დასჭირდებათ, თუმცა 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ.

შვედეთში სტუმრობის შემთხვევაში კი, ტურისტებს მხოლოდ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.

საქართველო საზღვრებს 1-ელ აგვისტომდე არ ხსნის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge