png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია "პირველი" დატოვეს

  • საზოგადოება
  • 12.06.2020
  • 23:16
ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია "პირველი" დატოვეს

ტელეწამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილთან რამდენიმე სხვა ჟურნალისტთან ერთად ტვ პირველი დატოვეს,. ამის შესახებ მათ დღეს, 12 ივნისს, გადაცემა პოლიტმეტრის დასრულებისას განაცხადეს.

"ეს იყო პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა ტვ პირველზე. როდესაც ამ შენობაში შემოვედი, არც არსებობდა ეს არხი. ეს იყო სპორტული არხი და აქ გავატარე ჩემი ცხოვრების ხუთი წელი. ამდენი ხანი არც ერთ ტელევიზიაში არ მიმიშუავია და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. აქ ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით, საინტერესო სივრცე და გარემო. ვიყავით გავლენების მიღმა და მოვლენების შუაგულში. იყო სხვა ფაქტორებიც, ნიშა, სტანდარტი, რომლითაც ტვ პირველმა საკუთარი თავი იპოვა და დაიმკვიდრა. შენებას ბევრი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად ვმუშაობდით მთელი 5 წელი. რა და როგორ გამოგვდიოდა, ეს თქვენი შესაფასებელია, ახლაც და მომავალშიც. თანამშრომლობის რესურსი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია. კერძო არხს აქვს უფლება ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვტილება“, - თქვა ვახო სანაიამ.

ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი "არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს".

"ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე", - ამბობს ჟიჟილაშვილი და განმარტავს, რომ მათ აღარ გამოსდით, აიღონ პასუხისმგებლობა თითოეულ ნაბიჯზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

"უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით ტვ პირველზე ხდება.

არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით," - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მასთან და ვახო სანაიასთან ერთად, არხი დატოვა პოლიტმეტრის სარედაქციო შემადგენლობამაც - გიორგი დარჩაშვილმა, ხატია შამანაურმა, გიორგი კიკაბიძემ, სოფო მაისურაძემ და მიხო კოტეტიშვილმა.

ტვ პირველზე საკადრო ცვლილებები მაისიდან, არხზე ნოდარ მელაძისა და მთავარი არხიდან მასთან ერთად წამოსული ჟურნალისტების მისვლის შემდეგ დაიწყო. მელაძე აპრილში არხის მთავარ პროდუსერად დაინიშნა. პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებდა.

6 ივნისს კი არხის დირექტორის პოსტი ინგა გრიგოლიამ დატოვა და ის ტვ პირველის მფლობელმა, ვატო წერეთელმა ჩაანაცვლა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge