ქვეყანაში 100 ათასზე მეტი ადამიანი კორონავირუსის მატარებელია - ნიკოლ ფაშინიანი
- მსოფლიო
- 07.06.2020
- 17:19
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნოკლ ფაშინიანი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ქვეყანაში შესაძლოა 100 ათასზე მეტი კორონავირუსის მატარებელი იყოს.
სომხეთში კორონავირუსის იფიციალურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 13 130-ს შეადგენს.
ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებისა და გავრცელების მონაცემთა ცხრილი.
პრემიერმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ სომხეთში 100 ათასზე მეტი ადამიანი კორონავირუსის მატარებელია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200