png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორის პოსტს ტოვებს

  • საზოგადოება
  • 07.06.2020
  • 10:02
ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორის პოსტს ტოვებს

ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორის პოსტს ტოვებს, - ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

როგორც გრიგოლია ამბობს, რჩება გადაცემა რეაქციის წამყვანად და კვირის თოკ შოუს პროდიუსერად.

"არასდროს აღარ გავაკეთებ დამატებით კომენტარს. დავწერ და შევეცდები აქვე ავხსნა და აქვე დავასრულო ამ თემაზე საუბარი.. რაც ტვ,,პირველის ,,დირექტორი ვარ, არასოდეს, არც ერთ რეპორტაჟში, არც ერთ გადაცემაში არ ჩავრეულვარ და სულ ვიამაყებ იმით,რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც ჩემი ტელევიზია მაძლევს, ესაა თავისუფლება და ზუსტად ვიცი, რომ ეს თავისუფლება იქნება მუდამ ტვ ,,პირველის,, მთავარი ღირებულება.
ბევრი წელი გამიჯნული მქონდა ჩემი საქმიანი და ოჯახური ან სამეგობროს ინტერესები და წარმატებით გამომდიოდა...ასეც ვაპირებ გაგრძელებას.
ბოლო პერიოდში, ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო,რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა, სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში..
ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს, რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ. არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო სწორი, რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი, რომ სწორი იყო და ახლაც ასე მჯერა(გავაგრძელებ იგივეს)...

რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს, ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.

ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი. რომ როდესმე, ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია. აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ ვიქნები "რეაქციის" წამყვანი და ანუნა-რუსოს გადაცემების პროდუსერი.

მადლობა მთელს ტელევიზიას ,ტვ "პირველის", მთელს შემადგენლობას, ვისი დირექტორობაც ჩემთვის საამაყო იყო და ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემი საქმის გამო რომ არაერთხელ ვაწყენინე.
მეტად აღარ გავშლი ამ თემას. მანერვიულებს, ძალიან მანერვიულებს.. მოკლედ, კუდები არ მოაბათ, სრულიად გულწრფელი ვარ, როცა ამ სტატუსს ვწერ. ვატოს ველაპარაკე და ისე ვწერ ამ გადაწყვეტილებას.

ორშაბათიდან ასმაგი ენერგიით ვიმუშავებ, აქამდე რომ არ მიმუშავია, ისე. ვგიჟდები ტვ "პირველზე" ვაფრენ და უამრავი სიახლე გვაქვს ჩაფიქრებული,რომელსაც ერთად გავაკეთებთ.

ვატო, დიდი მადლობა ნდობისთვის, მიყვარხარ. შენ ჩემი ცხოვრების გამორჩეული მეგობარი ხარ. სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები და ზუსტად ვიცი, რომ ტვ პირველის /;იქით, ჩემთვის არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს.

მადლობა თავისუფლებისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ზუსტად გაიგე, რას ვამბობ ამ სტატუსით. არ გამიბრაზდე!

მოკლედ, რამდენი ვწერე...რთული იყო დაწერა და იმიტომ..მეც ადამიანი ვარ და არის ადამიანური ემოციები, რომელიც რთულად მართვადია", - წერს გრიგოლია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge