png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მოქალაქეები თბილისის სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 03.06.2020
  • 12:37
მოქალაქეები თბილისის სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ - კახა კალაძე

მოქალაქეები თბილისის სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეთა მომსახურების 11-ვე სერვისცენტრმა, რომელიც მსოფლიო პანდემიის პირობებში დაიხურა, პირველი ივნისიდან მუშაობა განაახლა.

"მსოფლიო პანდემიის გამო, ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწია. თანამშრომლები, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, დღემდე მუშაობის დისტანციურ რეჟიმში არიან. ასევე, მოგვიწია სერვისცენტრების დახურვა, როგორც მერიაში, ისე 10-ვე რაიონულ გამგეობაში, რის გამოც, სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, დროულად მოხდეს წერილების ჩაბარება, რომ მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუწიოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომსახურების მიღების დროს სავალდებულოა პირბადეების გამოყენება და გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

"აუცილებლად გასათვალისწინებელია სოციალური დისტანცია და პირბადეების მოხმარება. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი უწყებების მხრიდან დაწესდა. ბრძოლა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ არ დასრულებულა, ის ჯერ კიდევ ჩვენთანაა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge