png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ღია კაფეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდებს შორის დისტანცია მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებით გაზარდონ

  • საზოგადოება
  • 03.06.2020
  • 12:34
ღია კაფეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდებს შორის დისტანცია მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებით გაზარდონ

ღია კაფეებს, რომელიც მუნიციპალურ სივრცეებშია განთავსებული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში პირველი ივნისიდან ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ღონისძიება გაატარა როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. მაგალითად, რესტორნები და კაფე-ბარები იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ. პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ. ტერიტორიაზე იმდენ მაგიდას ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. გასულ დღეებში მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, მივცემთ შესაძლებლობას, მიმდებარედ არსებული დამატებითი ფართები გამოიყენონ და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც სპეციალისტების მოთხოვნა ითვალისწინებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და ღია კაფეები შეზღუდვების მოსხნის შემდეგ, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული იჯარის კონტურებს დაუბრუნდებიან.

„ჩვენ ვიმყოფებით რთულ მდგომარეობაში და ერთმანეთის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ბიზნესი ის მიმართულებაა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და ვმუშაობთ, გამოინახოს დამატებითი შესაძლებლობები, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვადასხვა მიმართულებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge