png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენი გამოკვლევების რიცხვი მალე გაუტოლდება გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს - თენგიზ ცერცვაძე

  • საზოგადოება
  • 09.05.2020
  • 19:33
ჩვენი გამოკვლევების რიცხვი მალე გაუტოლდება გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში უკვე ორი ათასს მიაღწია ტესტირების რაოდენობამ. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანში გამოკვლევების რიცხვი მალე გაუტოლდება ევროპის ლიდერის, გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს.
„მალე ჩვენი გამოკვლევების რიცხვი, ასე ირწმუნებიან სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გაუტოლდება ევროპის ლიდერის, გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს. უკვე ორი ათასს მიაღწია ჩვენთან ტესტირების რაოდენობამ, გერმანიაში დღეში სამი ათასი ტესტი ტარდება. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენთან იკვლევდნენ ცოტას, მაგრამ იკვლევდნენ იმას, ვინც საჭირო იყო. ეს სისტემა, რომელიც საქართველომ შემოიღო, სასწრაფო, ოჯახის ექიმი, ცხელების ცენტრი და კოვიდცენტრი, დამიჯერეთ, არც ერთ ევროპის ქვეყანას ეს წრე, ეს კასკადი არ ჰქონია. ცხელების ცენტრი საქართველოს ნოუჰაუა. ამან, როგორც ჩანს, იმუშავა, რადგან ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების არა, ეს მიუთითებს, რომ მცირე ტესტებითაც ვიკვლევდით იმ ავადმყოფებს, ვისი გამოკვლევაც იყო საჭირო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, დღეს კვლევა უტარდება ყველას, ვისაც აქვს სიმპტომი და ვინც შეიძლება ჩაითვალოს რისკჯგუფად.

"დიდი რაოდენობით ტესტების თავიდან არ ქონას ვაკომპენსირებდით სწორი, მიზნობრივი კ„ვლევით, რომ სამიზნე ჯგუფები ყოფილიყო შერჩეული სწორად. კვლევა უტარდებოდა მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. სადღეისოდ არსებული კვლევის პროტოკოლით, კვლევა უტარდება ყველას, ვისაც აქვს სიმპტომი, ასევე ვისაც აქვს სულ მცირე მიზეზი, რომ ჩაითვალოს რისკის ჯგუფად, ჰქონდა შეხება საეჭვო პაციენტთან, ჰქონდა შეხება უცხოელთან. კვლევა უტარდება ყველა მედიცინის მუშაკს, რადგან ისინი აღმოჩნდნენ მაღალი რისკის ჯგუფი. კვლევა უტარდება და უკვე ჩატარდა მოხუცთა თავშესაფარში. კვლევა ჩატარდება ძალოვან სტრუქტურებში, შეიარაღებულ ძალებში, ყველგან, სადაც საქმიანობის მიხედვით ორგანიზებული ჯგუფია, ანუ ისეთ სამსახურებში, სადაც მოქალაქეებს უწევთ ერთად ყოფნა. ყველა ასეთ ადგილებში ჩატარდება ტესტირება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge