საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 03.05.2020
- 15:18
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი პაციენტი 58 წლის ქალია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200