საქართველოში კორონავირუსით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 01.05.2020
- 20:15
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.
ამავე მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200