png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც არა თუ საზოგადოებაში არამედ, საკუთარ პარტიაში მხარდამჭერები ვერ მოუძიებიათ - ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 01.05.2020
  • 17:04
სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც არა თუ საზოგადოებაში არამედ, საკუთარ პარტიაში მხარდამჭერები ვერ მოუძიებიათ - ვოლსკი

„ქართველი ხალხის სახელით, რამდენიმე პარტია, დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერის გაერთიანებიდან, ცდილობს მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არანაირად არ გაფუჭდება და პირიქით, გაუმჯობესდება თუკი, ერთ სახელმწიფოში ბრალდებული და გასამართლებული ადამიანი მეორე სახელმწიფოში რაღაც თანამდებობაზე დაინიშნება. ეს სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც აბსურდია", - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით ეს ადამიანები რეფორმებს ეძახიან იმას, რაც ქართულმა საზოგადოებამ მემკვიდრეობად მიიღო 2012 წელს და ეს იყო: 1,5 მლნ -ზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, პრაქტიკულად ნულზე დასული სოციალური პაკეტი, განადგურებული სოფელი, არა შიდა წარმოება, (ცალკეული გამონაკლისების გარდა), დატერორებული ბიზნესი, დატერორებული ადამიანები და შეწირული სიცოცხლეები იმისთვის, რათა სააკაშვილს თავისი ხელისუფლება გაეძლიერებინა.

„თუ ამას რეფორმებს ვეძახით რასაკვირველია, ჩვენ ვერანაირად მსოფლმხედველობითაც ვერ დავემთხვევით ერთმანეთს. სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი გადაწყვიტეს ადამიანებმა, რომლებსაც არა თუ მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში არამედ, საკუთარ პარტიაში 2-3 ადამიანზე მეტი ვერ მოუძიებიათ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge