png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინის მთავრობამ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერად დანიშვნის წარდგენა უკან გაიწვია

  • პოლიტიკა
  • 28.04.2020
  • 17:44
უკრაინის მთავრობამ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერად დანიშვნის წარდგენა უკან გაიწვია

უკრაინის მთავრობამ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერად დანიშვნის წარდგენა უკან გაიწვია. ამის შესახებ გამოცემა „ცენზორ.ნეტი“-ს მთავარმა რედაქტორმა იური ბუტუსოვმა Facebook-ზე დაწერა.

ბუტუსოვმა აღნიშნა, რომ ამის მიზეზი იმ დეპუტატების სიმცირე გახდა, როლებმაც სააკაშვილის მხარაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

„ფრაქციაში „ხალხის მსახური“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მოხერხდა 248 დეპუტატიდან დაახლოებით 140-170 ხმის შეგროვება სააკაშვილის დანიშვნის სასარგებლოდ“, - დაწერა ბუტუსოვმა.
მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მხარდაჭერა საჯაროდ არ გამოეცხადებინა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინის ხელისუფლება აპირებს საააკშვილის კანდიდატურა ოდესის მერის არჩევნებზე დააყენოს.

როგორც ცნობილია, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ რეფორმების მიმართულებით მას ვიცე პრემიერის თანამდებობა შესთავაზა და დაავალა მოლაპარაკებების წარმოება მსოფლიო სავალუტო ფონდთან და სხა საფინანსო ორგანიზაციებთან.

უკრაინაში სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეშფოთება მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თავის უკრაინელ კოლეგას დმიტრო რაზუმკოვს წერილი გაუგზავნა, სადაც მან საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის გამო შეშფოთება გამოთქვა.

საქარველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge