png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბრიტანელ მედიკოსებს კორონავირუსზე არაზუტს ტესტებს უტარებდნენ - Daily Telegraph-ი

  • მსოფლიო
  • 22.04.2020
  • 15:39
ბრიტანელ მედიკოსებს კორონავირუსზე არაზუტს ტესტებს უტარებდნენ - Daily Telegraph-ი

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული დეპარტამენტის (NHS) თანამშრომლებს კორონავირუსზე არაზუსტ ტეტსებს უტარებდნენ. იუწყება გამოცემა Daily Telegraph-ი ქსელში გავრცელებული ინგლისის ჯანდაცვის დეპარტამენტის (PHE) დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ NHS-ის 100 ათასმა თანამშრომელმა და მათმა ნათესავებმა  ვირუსის გამოსავლენად ეს ტესტები გაიარეს, რათა კორონავირუსის არარსებობის შემთხვევაში სამსახურში გასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. თუმცა 11 აპრილს PHE-მ თანამშრომლებს გაუგზავნა სამსახურეობრივი დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ტესტების შედეგები იმაზე ნაკლებად საიმედო აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

დოკუმენტის თანახმად, PHE-სა და NHS-ის ლაბორატორიების მიერ ჩტარებულმა ტესტებმა ურთიერთსაწინააღმდეგო რეზულტატები აჩვენეს, რამაც ნიმუშების განმეორებითი გადამოწმება მოითხოვა. „ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ NHS-ის ათასობით მედდა და ექიმი, რომლებსაც უთხრეს, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, შესაძლოა, წასულიყვნენ სამსახურში, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ინფიცირებულნი იყვნენ“, - წერს გაზეთი.

PHE-ს 12-ვე ცენტრს აეკრძალათ არსებული ტესტების გამოყენება. მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჰელენ უეითლიმ Sky News-ს განუცხადა, რომ NHS-ის თანამშრომლები განმეორებით ტესტირებას გაივლიან.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130 184-ს შეადგენს, გარდაცვლილია 17 337 პაციენტი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge