png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მსოფლიო ბიბლიური მასშტაბის შიმშილობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება - გაერო

  • მსოფლიო
  • 22.04.2020
  • 14:38
მსოფლიო ბიბლიური მასშტაბის შიმშილობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება - გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაეროს მსოფლიოს სურსათის პროგრამის (WFP) ხელმძღვანელი დევიდ ბისლი აცხადებს, რომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სასწრაფო მოქმედებების განხორციელება.

"შესაძლოა, სულ რამდენიმე თვეში ბიბლიური მასშტაბის შიმშილობის წინაშე აღმოვჩნდეთ. სიმართლე ითქვას, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებს", - თქვა დევიდ ბისლიმ.

ბისლის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ შიმშილობის საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანთა რიცხვი 135 მილიონიდან 250 მილიონამდე გაიზრდება.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ის ქვეყნები, რომლებიც ისედაც ძალიან დაზარალდნენ კონფლიქტების, ეკონომიკური კრიზისისა და კლიმატის ცვლილებისგან.

ეს ქვეყნებია: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიამდე, აღმოსავლეთ აფრიკისა და სამხრეთ აზიის რეგიონის ქვეყნები ნაწილი ისედაც განიცდიდნენ სურსათის მწვავე დეფიციტს, რომელიც გამოწვეული იყო გვალვებით და ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სხვადასხვა ინფეციური დაავადებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge