იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 482 ადამიანი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 18.04.2020
- 20:45
იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 482 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 23 227-მდე გაზარდა. სიკვდილობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი იტალიაში უკვე მეორედ დაფიქსირდა, 12 აპრილს 431 ადამიანი გარდაიცვალა.
წინა 24 საათში კორონავირუსით 575 ადამიანი დაიღუპა.
ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 809-ით მოიმატა და 175 900-მდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 200 პაციენტი. ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსი უკვე 44 771-მა ადამიანმა დაამარცხა.
ისევ იკლებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული პაციენტებისა და ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა. ექსპერტების აზრით, ბოლო დღეების მონაცემები მოწმობს, რომ ეპიდემიოლოგიური მრუდი ქვევით ეშვება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200