png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საბერძნეთში ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარებისთვის კერკირის მიტროპოლიტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

  • მსოფლიო
  • 13.04.2020
  • 14:40
საბერძნეთში ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარებისთვის კერკირის მიტროპოლიტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საბერძნეთის ხელისუფლებამ  სისხლის სამართლის საქმე აღძრა კერკირის მიტროპოლიტ ნექტარიოსის, ქალაქ კერკირის მერის მეროპი იდრეუსსა და მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის დიმიტრიოს მეთალიონოსის წინააღმდეგ ტაძრებში ღვთისმსახურების ჩატარებისთვის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Kerkyra simera იუწყება.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურორმა დიონისიოს ლამპრიდისმა გააკეთა. მისი თქმით, კანონის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის  მიტროპოლიტსა და არჩეული თანამდებობის პირებს, რომლებიც კვირას ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას წმინდა სპირიდონის ტაძარში.

პროკურორის განცხადებით, ყველა პირი, ვინც ტაძარში ბზობის დღესასწაულზე იმყოფებოდა, იძებნება. კერკირის მიტროპოლიტმა ბზობაზე წმინდა სპირიდონის ტაძარში წირვა ჩაატარა. ღვთისმსახურებას დაახლოებით 20 ადამიანი ესწრებოდა. ყველა მათგანს ბრალი ედება კანონის დარღვევაში.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მიტროპოლიტმა მრევლს რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, რომ ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ ხელისუფლებისთვის, თითქოს ქუჩაში სავარჯიშოდ ან შინაური ცხოველების გასასეირნებლად გადიოდნენ, შემდეგ კი ეკლესიებში წასულიყვნენ. საბერძნეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო ზომების ფარგლებში, ქუჩაში გასვლის წინ მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ტექსტური შეტყობინებები უნდა გაუგზავნონ და გარეთ გასვლის მიზეზები აცნობონ.

 

 

.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge