png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ისრაელის მოქალაქე დახმარებისთვის თეა წულუკიანს მიმართავს

  • საზოგადოება
  • 10.04.2020
  • 10:45
ისრაელის მოქალაქე დახმარებისთვის თეა წულუკიანს მიმართავს

ისრაელის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში სუროგაციის გზით შვილი შეეძინა, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დახმარებისთვის მიმართავს. როგორც ესთი პელედი წერილში აღნიშნავს, ისრაელის სუროგაციის სააგენტომ შესაბამისი პროცედურები დარღვევით წარმართა და ამის გამო ოჯახი იძულებული გახდა მიემართა ადგილობრივი, საქართველოს სასამართლოსთვის. ახალშობილის დედა მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს თხოვნით, დაჩქარდეს სასამართლო პროცესი, ვინაიდან ორთვენახევარია უკვე საქართველოში იმყოფებიან.

წერილი ესთი პელედმა ებრაულად და ქართულად თავის ფეისბუქგვერდზეც გამოაქვეყნა. ის მიმართვის ასლს უგზავნის აგრეთვე, ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელ კაცს, მსხვილი საპარლამენტო ბლოკის „ქახოლ ლავანის“ ლიდერს ბენი განცს და ისრაელში წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს, პარლამენტარებს.

“პატივცემულ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს,

ჩემი სახელია ესთი პელედი. მე ვარ ისრაელიდან და მრავალწლიანი უშვილობის შემდეგ, ჩვილის გულში ჩაკვრა სოროგაციის გზით შევძელი.
სორაგაციული პროცედურა ისრაელის სუროგაციის სააგენტოს გზით ჩავიტარე. ბავშვის დაბადების შემდეგ საქართველოში უკვე ორთვე-ნახევარი ვართ და ველოდებით სასამართლო მოსმენას.
იმ დროის განმავლობაში, რაც აქ ვართ, შევიტყე, რომ ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც გაიგო, რომ პროცედურა არ იყო საქართველოში მიღებული კანონების გათვალისწინებით გაკეთებული. იყო საკმაოდ ბევრი შემთხვევა, როდესაც მშობლები უკავშირდებოდნენ ისრაელურ სააგენტოებს, თუმცა პროცედურა არ მიმდინარეობდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამიტომ მათაც სასამართლოს მიმართეს.
ალბათ თქვენ სხვა შემთხვევის შესახებაც გსმენიათ, რომელიც დაახლოებით სულ რაღაც სამი კვირის წინ დასრულდა - შარონ ელიას და მის ოჯახს ისრაელიდან სახლისგან და ოჯახებისგან შორს ყოფნა მოუხდათ დაახლოებით ხუთი თვის მანძილზე, ასევე ისრაელის სააგენტოს გულგრილობის გამო, რომლის გზითაც მიმართეს სუროგაციას.
ძალიან ვწუხვარ, რომ იმ სააგენტომ, რომლის გზითაც პროცედურა ჩავიტარეთ და რომელსაც თანხა გადავუხადეთ, ალბათ არ იხელმძღვანელა ქართული კანონმდებლობის მიხედვით.
როგორც ადვოკატი და კანონმორჩილი მოქალაქე ჩემს ქვეყანაში, მე პატივს ვცემ საქართველოს კანონს, მესმის მისი მნიშვნელობა და მისი დაცვის აუცილებლობა.
სუროგატულმა სააგენტომ, რომლის გზითაც ჩვენ ეს გავაკეთეთ, შექმნა აბსურდული სიტუაცია, მან დაარღვია კანონი. თუმცა, ჩვენ, მშობლები, ვიხდით თანხას, ვართ სახლებისა და ოჯახებისგან შორს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში კრიზისული პერიოდია.
ჩვენ არ ვაპროტესტებთ საქართველოში ყოფნას. ჩვენ ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ ქართულ სტუმართმოყვარეობას, თუმცა ძალიან გვჭირდება ოჯახის თანადგომა ასეთ მძიმე დროს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ისრაელური სააგენტოსგან განსხვავებით, რომელიც ჩემი სახელით მოქმედებდა, მე პატივს ვცემ კანონს და მსურს, ჩატარდეს კანონიერი სასამართლო პროცესი ჩვენს საკითხზე, თუმცა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რათა დაჩქარდეს მოსმენა.
პირადად გაძლევთ პირობას, რომ ვიზრუნებ, რათა სუროგაციის პროცესში ჩართულმა მშობლებმა იცოდნენ, როგორია ქართული კანონმდებლობა ამ თემასთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედონ კანონიერად.

მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ ჩემთვის დრო და მადლობელი ვიქნები, თუ კი სასამართლო მოსმენა გადმოიწევა, რამდენადაც ეს შესაძლებელია
დიდი მადლობა.
გილოცავთ აღდგომას!
ესთი პელედ” - წერია ახალშობილის დედის მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge