png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოში წარმოებული პირბადეები დღეიდან აფთიაქებში ცალი 50 თეთრად გაიყიდება

  • საზოგადოება
  • 08.04.2020
  • 14:57
საქართველოში წარმოებული პირბადეები დღეიდან აფთიაქებში ცალი 50 თეთრად გაიყიდება

საქართველოში წარმოებული პირბადეები დღეიდან სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მინისტრის თქმით, საწყის ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 400 ათასი პირბადე მიეწოდება და დაახლოებით ორ დღეში საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდება. საუბარია - „ავერსის", „ჯიპისის", „პსპ"-სა და „ფარმადეპოს" ქსელებზე. მინისტრის განმარტებით, მოქალაქეები ქართული წარმოების პირბადის შეძენას აღნიშნულ აფთიაქებში ყველაზე გვიან, შაბათს შეძლებენ. 
ნათია თურნავას განცხადებით, პირბადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მობილიზებას სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები უსასყიდლოდ კერავენ პირბადეებს, ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება ერთ ლარზე მეტი. 
„თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, რაც შეიძლება ყველასთვის იყოს ხელმისწავდომი ქართული წარმოების პირბადე, გადაწყდა, რომ აფთიაქებში პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება. ეს არის სუბდისირებადი ფასი, რომლის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს და პრაქტიკულად, თვითღირებულების ნახევარ ფასად - 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კონკრეტული აფთიაქები გვეთანამშრომლებიან  და მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ამ პროექტს სოციალურ პროექტად განიხილავენ და ამ ფასს საკუთარ მოგებას არ დაამატებენ", - განაცხადა ნათია თურნავამ. 
ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ნაწარმოები პირბადე მრავალჯერადი გამოყენებისაა და დელიკატური რეცხვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია თითო პირბადე იმყოფინოს.  ამასთან, პირბადეებს შესაბამისი ინსტრუქციას მოყვება. 
მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, პარალელურად, აფთიაქებში გაიყიდება სხვა პირბადეებიც, მათ შორის იმპორტულიც. 
ნათია თურნავას განცხადებით, ვინაიდან მარნეულის, ბოლნისისა და ვანის მუნიციპალიტეტებში განსხვავებული ეპიდსიტუაციაა, ყველაფერი გაკეთდება, რომ პირველ რიგში პირბადეები აფთიაქებს ამ რეგიონებში მიეწოდოთ. 
„პირველ ეტაპზე როგორც ვთქვი, 400 ათასი პირბადე იქნება გამოყოფილი სააფთიაქო ქსელებისთვის ქვეყნის მასშტაბით. სააფთიაქო ქსელები, როგორც ვიცი, შეთანხმდნენ გარკვეულ ლიმიტზე - თითო მოხმარებელზე სამი ცალი პირბადი გაიცემა, რაც სამართლიანია. როგორც კი შევატყობთ, რომ მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ. თუმცა, გამომდინარე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა პირბადეებიც შემოდის, შეიძლება თითო ადამიანზე გასაცემი პირბადეების დაწესებული ლიმიტი მოიხსნას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge