ესპანეთში, კორონავირუსით ფეხბურთის 22 წლის მწვრთნელი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 16.03.2020
- 19:21
ესპანეთში, სამოყვარულო ფეხბურთის კლუბის „ატლეტიკო პორტადა ალტას“ მწვრთნელი ფრანცისკო გარსია ლორონავირუსით 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. იუწყება გამოცემა Marca.
გარსია ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი იყო. ის რისკის ჯგფში შედიოდა, რადგან ონკოლოგიური დაავადება აწუხებდა.
ამ მომენტისთვის ესპანეთი ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა. COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 9 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 309 ადამიანი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200