png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი პირველადი ტესტით ჯანმრთელია

  • საზოგადოება
  • 15.03.2020
  • 11:29
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი პირველადი ტესტით ჯანმრთელია

კორონავირუსით დაინფიცირებული მეორე პაციენტი, რომელიც ინფექციურში მკურნალობდა და რომლის ისტორიაც ირანს უკავშირდება, პირველადი ტესტით ჯანმრთელია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მეორე ინფიცირებულსაც, რომელსაც ასევე ირანთან მოგზაურობის ისტორია აქვს, გუშინ ჩაუტარდა ტესტი და არ აღმოაჩნდა კორონავირუსი.

„ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი გადის მკურნალობას. გუშინ აღებულ იქნა 21 პაციენტზე ტესტირება COVİD-19-ზე. ამ 21-დან უკვე ცნობილია 15 პაციენტის პასუხი, რომ არის ნეგატიური. დანარჩენი ხუთი პაციენტის ანალიზის აღება მოხდა გვიან და დღეს დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. ამ პაციენტებს შორის არის ჩვენი პირველი პაციენტის ტესტირების პასუხიც, რადგან მას დღის მეორე ნახევარში აუღეს ანალიზი და დღეს დღის განმავლობაში მივიღებთ პასუხს“- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, გუშინ ასევე ტესტი ჩაუტადრა მეორე პაციენტსაც, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა.

„შემიძლია, კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ მეორე პაციენტი, რომელსაც აქვს ასევე ირანში მოგზაურობის ისტორია, მასთან მე-15 დღეზე გუშინ ჩატარდა ტესტირება და მიღებულ იქნა პირველადად უარყოფითი პასუხი. ახლა, ვიცით ჩვენ, რომ პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge