png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას - ლევან დავითაშვილი

  • საზოგადოება
  • 14.03.2020
  • 19:35
ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას - ლევან დავითაშვილი

„კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს - ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითვალისწინებს როგორც FAO-ს, ასევე სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის პრაქტიკასა და რეკომენდაციებს.

ძირითად სასურსათო კატეგორიებზე სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგი. ჩვენ გამოვყავით 18 კატეგორიის სურსათი (ბურღულელული, ხორბალი, მარილი, შაქარი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი, დაკონსერვებული პროდუქცია,..), რომელზეც, დღეისათვის, რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობს. ქვეყანაში მარაგები არსებობს; სურსათის დეფიციტის შექმნის შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სავაჭრო ობიქტებში არ შევქმნათ დაძაბულობა და მიწოდების პროცესი ხელოვნურად არ გავხადოთ უმართავი, რაც ისევ ჩვენ, მომხმარებელს დაგვაზარალებს.

ქვეყნის შიგნით ყველა წარმოება შეფერხების გარეშე ხორციელდება. არ გვაქვს სირთულეები იმპორტის მიმართულებით. ყველა მომსახურება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად, აბსოლუტურად შუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge