png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

PSP თბილისში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამაში ჩაერთო

  • საზოგადოება
  • 11.03.2020
  • 11:53
PSP თბილისში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამაში ჩაერთო

PSP თბილისში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც თბილისის მერიამ 10 მარტიდან აამოქმედა. პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15-დან 60 წლის ჩათვლით პირებს ძვირადღირებული მედიკამენტების 80%-ს უფინანსებს, სოციალურად დაუცველ შესაბამისი რეიტინგის მქონე პირებს კი - სრულად.

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება მოძრაობის და გადადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაბამისად პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება ხშირად ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. პრეპარატ „ოკრევუსის“ გადასხმისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების გასამარტივებლად, PSP-მ სპეციალურად მათთვის შეარჩია და მოამზადა კადრი, რომელიც უზრუნველოყოფს პაციენტის გადაადგილებას სახლიდან ექიმთან კონსულტაციასა და საჯარო რეესტრში, ასევე თავად აგვარებს ყველა დოკუმენტაციას მომსახურების გასამარტივებლად და პაციენტის კომფორტის შესაქმნელად.

„PSP უზრუნველყოფს არა მარტო თანხმლები მომსახურების კომფორტულობას, არამედ პაციენტის ნაცვლად სრულად ფარავს კონსულტაციისა და პრეპარატის გადასხმის ხარჯებს, რითაც საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუზოგავთ თითოეულ პაციენტს. ჩვენს მიერ მომზადებული პერსონალი არა მარტო მიაკითხავს სახლში და უზრუნველყოფს პაციენტის რიგების გარეშე და კომფორტულ მომსახურებას, არამედ მათ გარეშე დაარეგულირებს დოკუმენტაციის დრულ და სრულ მობილიზებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება არა მარტო კომფორტული, არამედ მკაცრად კონფიდენციალურია.

ჩვენ გაფანტული სკლეროზის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება აჭარაში 1 წლის წინ დავიწყეთ. აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის PSP-მ კლინიკას ინფუზომატის აპარატი შეუძინა „ოკრევუსის“ გადასასხმისთვის, აჭარის რეგიონის 20-ვე პაციენტის გადასხმის თანხასაც კომპანია აფინანსებს. თბილისის მერიის ახალი პროგრამა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის შეძენას ხდის ხელმსაწვდომს, PSP-ს ჩართულობა კი ბენეფიციარების კომფორტსა და თავად გადასხმის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებზე ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდე PSP-ს საინფრომაციო სამსახურს ნომერზე 032 2 402020 ან მობილურის ნომრებზე: 551 934 455; 599 461 500; 595 800 814.“- აცხადებენ PSP-ში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge