png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნატო თურქეთის მხარდაჭერას აგრძელებს

  • მსოფლიო
  • 28.02.2020
  • 16:09
ნატო თურქეთის მხარდაჭერას აგრძელებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობს, მათ შორის ანტისაჰაერო თავდაცვის სფეროში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 „ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას, მათ შორის ანტისაჰაერო თავდაცვის სფეროში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომის შედეგების მიხედვით, რომელიც თურქეთის თხოვნით მოიწვიეს.

მისი განცხადებით, ნატო გმობს სირიაში ესკალაციას, თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულების ოჯახებს და სოლიდარულია თურქეთის მიმართ.

 „დღეს თურქეთმა ისაუბრა უსაფრთხოების სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ, მოკავშირეები ნატო-ში გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას თურქი სამხედროების დაღუპვის გამო. ისინი ასევე გმობენ იდლიბის პროვინციაში რუსეთის მხარდაჭერით სირიის რეჟიმის იერიშს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სასწრაფოდ შეწყდეს ესკალაცია. „მოვუწოდებთ იერიშის შეწყვეტის, საერთაშორისო სამართლის დაცვისა და მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში გაეროს ძალისხმევის მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედროებზე ბაშარ ასადის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. მოგვიანებით, თურქეთმა სირიის არმიის შენაერთებზე საპასუხო იერიში მიიტანეს.

სირიის არმია, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს, გაათავისუფლოს იდლიბი სირიის ოპოზიციის შეიარაღებული მებრძოლებისგან, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge