png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

2019 წელს საქართველოს 7.8%-ით მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობდა

  • საზოგადოება
  • 14.02.2020
  • 11:44
2019 წელს საქართველოს 7.8%-ით მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობდა

2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 9.4 მილიონი შემოსვლა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 
"საქსტატის" ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების2 მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7.7 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით არის გაზრდილი.
2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 6.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 6.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

საერთაშორისო ვიზიტორების 66.0 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 27.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.5 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.1 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 1.6 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (1.5 მილიონი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 7.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.4 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.2 პროცენტს შეადგენდა.
2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 43.5 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 4.1 მილიონი და 2.3 მილიონი ვიზიტი 2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.1 ღამე შეადგინა, რაც 2018 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.2 ღამე) 1.9 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 73.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 8.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წელთან შედარებით 8.6 ლარით შემცირდა და 1 074.2 ლარი შეადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge