png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სტუ-ს სტუდენტები eduroam-ის ქსელით შეუზღუდავად ისარგებლებენ

  • საზოგადოება
  • 12.02.2020
  • 16:23
სტუ-ს სტუდენტები eduroam-ის ქსელით შეუზღუდავად ისარგებლებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეში ჩართული სტუდენტები განსაკუთრებული სიახლით ისარგებლებენ - ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელ eduroam-ში გაწევრიანდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვა აღნიშნულ ქსელში მნიშვნელოვანია იმით, რომ მისი სტუდენტები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები სტუ-ში გადაცემული უკაბელო ქსელთან აუტენტიფიკაციის პარამეტრებით მსოფლიოს თითქმის ყველა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო სივრცეში შეძლებენ Wi-Fi-ის ქსელით სარგებლობას.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცირამუა განმარტავს, eduroam-ის ქსელი კონფიდენციალობის დაცვის უახლესი სისტემითაა აღჭურვილი, მომხმარებელი კი ვალდებულია დაიცვას ქსელით სარგებლობის წესები და პროცედურები.

ზაზა ცირამუას თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ შეუზღუდავად ისარგებლონ eduroam-ით, როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ასევე, უცხოეთის ნებისმიერ საგანმანათლებლო სივრცეში.

"eduroam-ი ინფორმაციის გაცვლის საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც ეფექტურად იყენებს სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებული მომხმარებელი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, eduroam-ის ქსელი ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსშია ხელმისაწვდომი.

ქსელით სარგებლობისთვის უნიკალური პაროლისა და იუზერის აღება ჩვენს ნებისმიერ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს შეუძლია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქსელში აბსოლუტურად დაცულია პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა. eduroam-ის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებსაც, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში სწავლობენ და იმ უცხოელ სტუდენტებსაც, რომლებიც მობილობის წესით ჩვენს უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას.

ქსელში სამოძრაოდ მომხმარებელს თავისი უნიკალური მაიდენტიფიცირებელი პარამეტრები უნდა გააჩნდეს", - აღნიშნა ზაზა ცირამუამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, სადაც eduroam-ის ქსელის ფართოდ გამოყენება იგეგმება. აღნიშნულ სისტემაში გაწევრიანებისთვის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოში eduroam-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან - საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციასთან (GRENA) ითანამშრომლა.

eduroam-ი (Education Roaming) მსოფლიო მასშტაბით ფართოდ გავრცელებული და პოპულარული ერთიანი ქსელია, რომელშიც თითქმის ყველა უნივერსიტეტი და სამეცნიერო ინსტიტუციაა ჩართული. ეს ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვისია, რომელიც შექმნილია სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის. eduroam-ის რუკა ხელმისაწვდომია ბმულზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge