png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

"მომაჯადოებელი თბილისი" - Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა

  • საზოგადოება
  • 12.02.2020
  • 13:11
"მომაჯადოებელი თბილისი" - Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ავიაკომპანია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიკომპანიის Ryanair-ის რეპორტიორებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. პრეს-ტურის შემდეგ Ryanair-ის სამოგზაურო ონლაინ პლატფორმამ საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია "მომაჯადოებელი თბილისი" გამოაქვეყნა.

საქართველოს შესახებ სტატია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე 7 ენაზე გავრცელდება, რომელსაც 800 ათასი მკითხველი ჰყავს, სოციალურ ქსელში კი 5,6 მილიონზე მეტი მომხმარებელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში Ryanair-ის რეპორტიორებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა და კახეთი მოინახულეს. საქართველოს შესახებ ვიდეო-რგოლიც გადაიღეს, რომელიც უახლოეს მომავალში ვებ-გვერდზე აიტვირთება.

Ryanair -ის სამოგზაურო პორტალის რეპორტიორი სტატიაში საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს მკითხველს უზიარებს.

"თბილისი ევროპის ერთ-ერთ უსაფრთხო ქალაქად არის მიჩნეული. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. სტუმრებს ქართველები თბილად ხვდებიან და მზად არიან ტურისტებს სიამოვნებით დაათვალიერებინონ თბილისის მშვენიერი ციხე-სიმაგრეები, გოგირდის აბანოები და ადგილობრივი ბაზრები.

გემრიელი სამზარეულოთი, მომხიბლავი ისტორიით, მრავალფეროვანი და საოცარი ადგილებით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, თბილისი ღამის ცხოვრებით გამოირჩევა. საქართველოს დედაქალათან ერთად Ryanair-ის სამოგზაურო პორტალის ჟურნალისტი მოგზაურებს სამთო კურორტების: გუდაურის, მესტიის, გოდერძის და ბაკურიანის მონახულებას ურჩევს.

სტატიაში ასევე აღწერილია ქართული ტრადიციული კერძები, ქართული ღვინო და კვების ობიექტები.

"იუმორის კარგი გრძნობით და თავისუფლებით გამორჩეულ ქართველებთან კომუნიკაციამ ჩვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახადა. საქართველოში ტურიზმი იზრდება, რაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას ხელს უწყობს.

თბილისი ტრადიციების და კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობს და ამავდროულად ყოველწელიწადს მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს. ამ უძველეს, ფერად და საოცარ ქალაქში სამ დღიანი მოგზაურობით ყველაფრის ნახვა შეუძლებელია.

თბილისი ევროპელი ტურისტებისთვის სწრაფად მზარდი, ახალი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც უგემრიელესს კერძებს, საოცარ ღამის ცხორებას და მრავალფეროვან ისტორიას გთავაზობს", - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი საქართველოში მოგზურებს მოუწოდებს თბილისში გადაღებულ ფოტოებზე ჰაშთაგი #ryanairstories მონიშნონ, რომელიც შეიძლება ავიაკომპანიის ინსტაგრამ გვერდზე აღმოჩნდეს.

სტატიის გამოქვეყნება Ryanair-ის Instagram-ზე დაწყებულ გამოკითხვას დაემთხვა, თუ რომელ ქალაქში უნდა იმოგზაურონ 2020 წელს. თბილისმა ავიაკომპანიის სოციალურ გვერდზე გამოკითხვებში რომს, სანტორინს და პარიზს გაუსწრო.

ფოტო: RuslanKaln/iStock

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge