png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

აუცილებელია, კომპრომისზე წავიდეს ყველა პოლიტიკური პარტია - ადამ კინზინგერი

  • პოლიტიკა
  • 10.02.2020
  • 11:29
აუცილებელია, კომპრომისზე წავიდეს ყველა პოლიტიკური პარტია - ადამ კინზინგერი

იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს დემოკრატია და თავისუფლება, აუცილებელია კომპრომისზე წავიდეს ყველა პოლიტიკური პარტია, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ კინზინგერმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.

მისი თქმით, დემოკრატია ადვილი არ არის და სრულიად ნორმალურია, როცა თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მაგრამ აუცილებელია, რომ მან მშვიდობიანი ფორმა შეინარჩუნოს.

"მქონდა პროდუქტიული შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო მიზნები აშშ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში.

ვაფასებ სპიკერ თალაკვაძის ვიზიტს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა გვემსჯელა ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის მნიშვნელობაზე.

ჩვენი შეხვედრის შემდეგ, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში. მიღწეული პროგრესის ფონზე, ჩემთვის ნათელია, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ძირეული და გადაუჭრელი განსხვავებები გრძელდება.

დემოკრატია ადვილი არ არის და სრულიად ნორმალურია, როცა თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მაგრამ აუცილებელია, რომ მან მშვიდობიანი ფორმა შეინარჩუნოს.
იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს დემოკრატია და თავისუფლება, აუცილებელია, კომპრომისზე წავიდეს ყველა პოლიტიკური პარტია.

როგორც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, საქართველო-ამერიკის ძლიერი და მტკიცე ურთიერთობის ერთგული ვრჩები“, - განაცხადა კინზინგერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge