png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ევროპულმა სასამართლომ ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის განხილვა დაიწყო

  • სამართალი
  • 14.01.2020
  • 16:00
ევროპულმა სასამართლომ ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის განხილვა დაიწყო

4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს.

მიუხედავად აღნიშნულისა, სახელმწიფო ორგანოებმა მას უარი უთხრეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი.

საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარი ნიკოლო ღვინიაშვილმა საიას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის დახმარებით (EHRAC) ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 18 ოქტომბერს გაასაჩივრა.

წარდგენილ საჩივარში მომჩივანი დავობდა, რომ საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ეროვნული ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევდა და ამავდროულად მსგავსი მოპყრობა მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს მისი პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სახელმწიფოს უარით ნიკოლო ღვინიაშვილის მიერ საჩივარში მოხმობილი უფლებები.

ამასთან, სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს, კონკრეტულად რომელ სამედიცინო პროცედურებს და სამართლებრივ რეგულაციებს ეფუძნებოდა მომჩივნისთვის ბიოლოგიური სქესის ცვლილების გარეშე გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ეროვნული ორგანოების უარი.

დამატებით, სახელმწიფოს მოუწევს, უპასუხოს, რამდენად უთანაბრდება ბიოლოგიური სქესის შეცვლის მოთხოვნა "გარეგნობის შეუქცევადი ცვლილების" მოთხოვნას, რასთან მიმართებითაც, სასამართლომ 2017 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეზე (A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE) დარღვევა უკვე დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2020 წლის 4 მარტამდე მიეცათ 12 კვირიანი ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად.

თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
თავისუფალი მოქალაქეები ქართული ოცნების ყოვლად გაუმართლებელ და დამაზიანებელ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ - პაპუნა ჯანელიძე
  • 21:51
თავისუფალი მოქალაქეები ქართული ოცნების ყოვლად გაუმართლებელ და დამაზიანებელ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ - პაპუნა ჯანელიძე
ივანიშვილის მხარესაც დგას ბოროტება, ჩვენს მხარეს კი – ღირსება - ირაკლი კუპრაძე
  • 21:43
ივანიშვილის მხარესაც დგას ბოროტება, ჩვენს მხარეს კი – ღირსება - ირაკლი კუპრაძე
გამარჯვებამდე მიგვიყვანს მოქალაქეების მობილიზება - ზურაბ ჯაფარიძე
  • 21:36
გამარჯვებამდე მიგვიყვანს მოქალაქეების მობილიზება - ზურაბ ჯაფარიძე
შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, ისინი შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა  - კობახიძე
  • 21:20
შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, ისინი შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა  - კობახიძე
გაუგებარია პოზიცია, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა ღვინის თემაზე გამოხატა - ირაკლი კობახიძე
  • 21:19
გაუგებარია პოზიცია, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა ღვინის თემაზე გამოხატა - ირაკლი კობახიძე
ვებრძოლოთ ამ ბოროტ ძალას, რომელიც დღითი დღე უკონტროლო და საბოლოო ჯამში, სამარცხვინო ხდება - დავით ბეშიტაიშვილი ხელისუფლებაზე
  • 21:01
ვებრძოლოთ ამ ბოროტ ძალას, რომელიც დღითი დღე უკონტროლო და საბოლოო ჯამში, სამარცხვინო ხდება - დავით ბეშიტაიშვილი ხელისუფლებაზე
ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია - ნინო კასრაძე
  • 20:45
ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია - ნინო კასრაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge