png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ფინანსთა მინისტრმა ჩემს კოლეგებს იმ შეხვედრაზე უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკოო - ინგა გრიგოლია

  • საზოგადოება
  • 27.12.2019
  • 15:30
ფინანსთა მინისტრმა ჩემს კოლეგებს იმ შეხვედრაზე უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკოო - ინგა გრიგოლია

"ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ფინანსთა მინისტრს ლექსიკას უწუნებს და დღეს სამინისტროში მედიამენეჯერებისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.

"გაინტერესებთ ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნება მედიამენეჯერებს? წინამორბედებზე მან თქვა ეს სიტყვა: დიდი ბოდიშით და ისინი იყვნენ უტკაროებიო. აი ეს სიტყვა გაიმეორა სამჯერ. მაპატიეთ, რომ მე ეს სიტყვა ეთერში ვთქვი, მაგრამ მე ეს სიტყვები უნდა მეთქვა. იმიტომ, რომ აი რამ გააჩინა პროტესტი: როდესაც მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს მედიამენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს, აი ეს არის ყველაზე შეურაცხმყოფელი.

და მთავარი იცით რა არის ხალხო? მან ეს სიტყვა თქვა წინამორბედ მინისტრზეც და ვინ იყო წინა მინისტრი? ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე. ანუ ვანო მაჭავარიანმა, ფინანსთა მინისტრმა ჩემს კოლეგებს იმ შეხვედრაზე უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკოო. აი ეს სიტყვები თქვა მან, ბოდიშით მაპატიეთ, ამ სიტყვებს ჩემგან მაყურებელი ვეღარ გაიგებს", განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში გამოსვლისას ინგა გრიგოლიამ.

დღეს, ტელეკომპანია პირველის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია, აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანია, ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ.

მედიამენეჯერების განცხადებით ფინანსთა მინისტრთან შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიების „პირველის“, „კავკასიისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს ინკასო დაედო. ერთი დღით ადრე ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს დავალიანების დაფარვისკენ მოუწოდა და დავალიანებების გადასახადელად ერთდღიანი ვადა მისცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge