png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბათუმში მდებარე „რვაფეხა“ იჯარის წესით გაიცა - გამარჯვებული სასტუმრო „ჰილტონის“ მფლობელია

  • საზოგადოება
  • 26.12.2019
  • 14:57
ბათუმში მდებარე „რვაფეხა“ იჯარის წესით გაიცა - გამარჯვებული სასტუმრო „ჰილტონის“ მფლობელია

"რვაფეხას" ახალი მფლობელი გამოუჩნდა და სულ მალე იქ განთავსებული კაფე ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ბათუმის ბულვარმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზღვისპირა პარკში მდებარე 2053 კვ.მ და მასზე განთავსებული 202 კვ.მ შენობა-ნაგებობა (კაფე-ბარი N7, რვაფეხა) იჯარის წესით გასცა და ის კომპანია "ტურ ინვესტის" დროებით მფლობელობაში გადავა, რომელსაც თავის მხრივ "რვაფეხას" მომიჯნავედ სასტუმროს ფლობს და რომელსაც ბრენდი "ჰილტონი" მარტავს.

აუქციონზე იჯარის წლიური საწყისი თანხა 150 000 ლარს შეადგენდა, ხოლო აუქციონის დასრულების შემდეგ წლიური საიჯარო თანხა 154 500 ლარით განისაზღვრა.

აუქციონის პირობების მიხედვით, "ტურ ინვესტი" ვალდებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მეიჯარესთან (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) ობიექტზე განსათავსებელი სკამებისა და მაგიდების ვიზუალური ესკიზი, ასევე ობიექტზე ავეჯის (სკამი, მაგიდა, ქოლგა, გამწვანება) განთავსების გეგმა შეათანხმოს. მეიჯარეს უფლება არ ააქვს მოიჯარის თანხმობის გარეშე შეცვალოს ვიზუალი ან/და ავეჯის განთავსების შეთანხმებული გეგმა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ასევე, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში აამოქმედოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი (კაფე), რომელშიც უფელბამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი სახეობის პროდუქციით კლიენტთა მომსახურეობა: საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ხილის წვენები, შოკოლადი, ხილი. ნებისმიერი სხვა პროდუქციით კლიეტთა მომსახურეობა ითვლება იჯარის ხელშეკრულების არსებით დარღვევად და გამოვლენისთანავე წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.

მოიჯარე ვალდებულია გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, უზრუნველყოს შენობა ნაგებობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

იჯარის საგანი უნდა ფუნქციონირებდეს წელიწადში არანაკლებ 6 თვე, ამასთანავე უწყვეტად უნდა ფუნქციონირებდეს 1-ელი ივნისიდან 30 სეტემბრამდე.

​აუქციონის პირობების მიხედვითვე "ტურ ინვესტი" ვალდებული იქნება საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი. აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;

მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.

მეიჯარე იტოვებს უფლებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მესაკუთრე) მოთხოვნის შემთხვევაში მოსთხოვოს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების გამონთავისუფლება 3 თვის განმავლობაში და მიმართოს მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge