png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პატრიარქი აშენებდა ხიდებს და გზებს ჩვენს შორის, რომ რწმენა და ერთმანეთი არ დაგვეკარგა - არჩილ თალაკვაძე

  • საზოგადოება
  • 25.12.2019
  • 16:13
პატრიარქი აშენებდა ხიდებს და გზებს ჩვენს შორის, რომ რწმენა და ერთმანეთი არ დაგვეკარგა - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს.

არჩილ თალაკვაძე დღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც პატრიარქის ინტრონიზაციის 42 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ილია მეორეს აღსაყდრების საიუბილეო თარიღი ტაძრის ამბიონიდან მიულოცა, მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრა და პატრიარქს დღეგრძელობა უსურვა.

"ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს, ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლის თარიღს. როგორც ერთი მოქალაქე, ერთი სულიერი შვილი, მადლობას ვუხდი მას დიდი ღვაწლისთვის. ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, რწმენაში დაბრუნება, ნუგეში, ტრადიციების და კულტურის აღდგენა, მრევლის გაძლიერება და ბევრი სხვა საქმე, რასაც ჩვენს მადლიან ქართულ ენაზე ქვია ღვაწლი. სწორედ ამ ღვაწლით არის კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ჩვენს წინაშე და მინდა, თავმდაბლად, მივულოცო და ვუსურვო დღეგრძელობა.

იყო წლები, როცა საქართველოში ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ პატრიარქი აშენებდა ხიდებს და გზებს ჩვენს შორის, რომ რწმენა და ერთმანეთი არ დაგვეკარგა. მადლობა ღმერთს დღეს მშვიდობა გვაქვს და ყველანი ერთად ვართ ამ ტაძარში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge