png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თავისუფლების მოედანზე, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა

  • საზოგადოება
  • 13.12.2019
  • 14:58
თავისუფლების მოედანზე, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიება, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ:

- ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით;
- დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აიკრძალება ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ;
- ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;
- მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ნაკადი მობრუნდება ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებს როგორც რესპუბლიკის მოედნის, ასევე, ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. თუმცა, ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით;
- ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე - შოთა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტომანქანებს მოძრაობა თავისუფლად შეეძლებათ.

სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge