png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კორეის რესპუბლიკაში - ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი – ევროპა და აზია ერთ წიგნში“ გაიმართა

  • საზოგადოება
  • 05.12.2019
  • 14:11
კორეის რესპუბლიკაში - ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი – ევროპა და აზია ერთ წიგნში“ გაიმართა

5 დეკემბერს, საქართველოს საელჩოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც პარალელურად გაიხსნა ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი – ევროპა და აზია ერთ წიგნში" და მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, მუნ ჰი-სან გი და 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ეროვნული ასამბლეის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები. დამსწრე პირებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სპიკერმა მუნმა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა და კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, იუ სინგ-ჰიმ.

ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღნიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა პარტნიორული ურთიერთობები როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ დონეზე. პარალელურად, ნაჩვენები იყო კორეული საზოგადოებრივი ტელევიზიის KBS-ის მიერ მიმდინარე წელს მომზადებული ტურისტული ვიდეო-რგოლები საქართველოს შესახებ, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge