png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ერთი კვირის თავზე წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას - ირაკლი ხმალაძე

  • საზოგადოება
  • 04.12.2019
  • 12:46
ერთი კვირის თავზე წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას - ირაკლი ხმალაძე

მიკროავტობუსების კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, ერთი კვირის თავზე წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მერისათვის "თბილისის მიკროავტობუსთან" დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე ანგარიშის ჩაბარებისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

"ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა კომპანიასთან და ერთი კვირაა მხოლოდ მათ პრობლემებს ვისმენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ის დაიწყო რამდენიმე წლის წინ და სამწუხაროდ, ჩვენამდე, მერიის არცერთმა მენეჯმენტმა არ ისურვა და სათანადო გამოხმაურება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. ეს დალექილი პრობლემები, რომელიც საკმაოდ მსუყეა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

ამას დამატებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების ხარჯები არის უკვე ჩვენს პერიოდში გადასაწყვეტი. გასაგებია მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები წინა მენეჯმენტის პირობებში. არ იქნებოდა პოპულარული, თუმცა პრობლემა, რომელსაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, არსად გაქრება, უფრო დამძიმებული სახით დაბრუნდება, როდესაც მოითხოვს გადაწყვეტას. სწორედ ეს პერიოდია ახლა. ამოვდივარ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს.

თქვენი მოცემული ვადიდან კიდევ ერთი კვირა მაქვს დარჩენილი. ამ ერთ კვირას ძალიან ეფექტურად გამოვიყენებ და პირობას გაძლევთ, რომ წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: კომპანიასთან უთანხმოება მაქვს გარკვეულ საკითხებში. კომპანია როდესაც აცხადებს, რომ ის ასეული მილიონობით ლარის ზარალზე არის, მე ამას ვარქმევ იმას, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავალი, რაც ბიზნესის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი და სასურველი, ამას სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს.

კომპანიის შემოსავლები არის იმის საპირწონე, რაც აქვს მას ხარჯები, თუმცა ჩანაცვლების რესურსები კომპანიას ნამდვილად არ გააჩნია. ერთ კვირას ვიყენებ ეფექტურად, ერთ კვირის თავზე მოგაწვდით დალაგებულ წინადადებას", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. ჩვენ პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იქნება ყველაზე მოწესრიგებული. შემიძლია წავიტრაბახო: როდესაც ჩვენ დავასრულებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები, პარალელურად მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს;

ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს და მართლაც ძალიან მაგარია. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ხედავს და აფასებს, თუმცა, რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები; ასევე, მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, მოსაწესრიგებელია. გარდა ვაგონების განახლებისა, რასაც ვაკეთებ, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ასევე მნიშვნელოვანია მეტროსადგურების რეაბილიტაცია, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ამ მიმართულებით - გაგვეწელა გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით.

გვინდა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, როცა ჭერი ჩამოინგრა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge