png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ბარსელონას“ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

  • საზოგადოება
  • 21.11.2019
  • 12:53
„ბარსელონას“ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 12 დღე გავიდა. იგი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. გაფრინდაშვილს ახალგორის ე.წ. სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ფეისბუქზე შეიქმნა გვერდი “თავისუფლება ვაჟა ექიმს • Freedom for Doctor Vaja”. გვერდის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ცნობილი ესპანელი ექიმები, რამონ კუგატ ბერტომეუ და მონსერატ გარსია ბალეტბო შეუერთდნენ, რომლებიც საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" მუშაობენ. გვერდმა მათი ხელმოწერილი წერილი გამოაქვეყნა:

“ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ.

ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, რაც ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ჩვენთვის ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილი, დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო არ წასულა. მისი ერთადერთი მიზანი ექიმის პროფესიის შესაბამისი იყო.

უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განსაჯონ და გთხოვთ, რომ ჩვენი კოლეგა, რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რათა მისი, მისი ოჯახის და მისი მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რითაც შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.

გარწმუნებთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო."

პატივისცემით,

რამონ კუგატ ბერტომეუ, მონსერატ გარსია ბალეტბო

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge