png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ის დაპირება და შეთავაზება, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით - აკაკი ზოიძე

  • პოლიტიკა
  • 13.11.2019
  • 15:18
პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ის დაპირება და შეთავაზება, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით - აკაკი ზოიძე

„მე არ მივეკუთვნები უწესო პოლიტიკის მიმდევრებს, მიმაჩნია, რომ პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს გარკვეულ ფუნდამენტურ ღირებულებებს და არსებობს რამდენიმე წესი. ერთერთი ასეთი წესი არის პირობა. პირობა უნდა შეასრულო ან ყველაფერი უნდა გაკეთო იმისათვის, რომ შეასრულო. ჩვენ პირობა მივეცით არა ნაცმოძრაობას, არა ჩვენს ოპონენტებს, არამედ საზოგადოებას და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს იხილავენ.

აკაკი ზოიძის განცხადებით, მისთვის გასაგებია კოლეგების შეშფოთება და წუხილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იყო ის დაპირება და ის შეთავაზება, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებას მისცა და უმნიშვნელოვანესია ხალხის რეალური ნდობა. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო ამბობს მმართველი ძალა უარს უპირატესობაზე. აკაკი ზოიძის თქმით, მნიშნელოვანია ისიც, რომ სასწორის პინაზე დევს მმართველი ძალის რეპუტაცია როგორც მისი მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.

„გასაგებია, რომ არსებობს უარყოფითი მხარეები ამ სისტემის. გასაგებია თქვენი წუხილიც, შეშფოთებაც და მოლოდინებიც იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რაც შეიძლება არასტაბილურობას მოყვეს პოლიტიკური სისტემის, რომელიც დამახასიათებელია ამ სისტემისთვის, მაგრამ იმ პოლარიზაციის პირობებში, რომელიც დღეს არის პოლიტიკურ ველზე. დასაბალანსებლად და ამ სიტუაციის განსამუხტავად, დღეს, პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლა არის მნიშვნელოვანი. ეს იყო ის დაპირება და ის შეთავაზება, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით და არა ის, რომ ეს სისტემა გაცილებით უკეთესია შერეულ სისტემაზე. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხალხის ნდობა, რეალური ნდობა ხალხის და აქედან გამომდინარე, ვამბობთ უარს იმ უპირატესობაზე, რაც შეიძლება გვქონდეს სტაბილურობის გამო ამ სისტემას მმართველი ძალისათვის. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ იმ ნდობით, რომელსაც ჩვენ საზოგადოებაში მოვიპოვებთ. სასწორის პინაზე დევს ჩვენი კოლექტიური რეპუტაცია. ჩვენ პირობა მივეცით საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რაც ასევე არანაკლებ მნიშნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნების მწყობრში ვიყოთ, საქართველოს ამბიცია აქვს, რომ ავანგარდში იყოს დემოკრატიული მშენებლობის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეხება ასევე პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკურ სპექტრს შანსი, ამ შემთხვევაში, რომ გამრავალფეროვნდეს, აქვს ძალიან დიდი თუ ჩვენ ამ სისტემაზე გადავალთ“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge