უკრაინიდან შემოტანილ 23 380 კგ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 08.11.2019
- 12:50
7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ბათუმის პორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200