png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯილდო გადაეცა

  • საზოგადოება
  • 07.11.2019
  • 15:32
ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯილდო გადაეცა

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯილდო გადაეცა.

✅დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „WTM-2019“ საქართველო 30 ახალ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა, რომელსაც 2020 წელს უნდა ეწვიო. სამოგზაურო სიაში საქართველო პირველ ადგილზეა. საერთაშორისო ბლოგერების სპეციალური ჯილდო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცა.

✅ევროპის საუკეთესო ახალ ტურისტულ მიმართულებად საქართველო პოპულარულმა ტურისტულმა ვებგვერდმა Travel Lemming დაასახელა. მოგზაური ბლოგერებისგან შემდგარმა ჟიურიმ საქართველოს 30 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მიანიჭა. კონკურსში მონაწილეობაზე ქვეყანა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წარადგინა.

✅„საქართველო მსოფლიოს იდუმალი სამოგზაურო მარგალიტია, კომპაქტური ზომის მიუხედავად ქვეყანა გაგაოცებთ უდიდესი მრავალფეროვნებით.“ -წერენ ბლოგერები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის მსურველებს კავკასიონის მთების და ძველი თბილისის მონახულებას ურჩევენ.

✅„საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შემოგთავაზოთ. მოდური დედაქალაქი, ულამაზესი მთების პეიზაჟები, ნამდვილად უგემრიელესი კერძები და ღვინო. ვფიქრობ საქართველო უახლოეს წლებში მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდება.“წერს ბლოგერი ქეით მაკკალი.

საქართველოსთან ერთად 2020 წლის სამოგზაურო სიაში შვედეთი, ესტონეთი, შვეიცარია, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა და სხვა ქვეყნები, რეგიონები და ქალაქები მოხვდნენ.
✅Travel Lemming-ი 2016 წელს ამერიკელმა ნეიტ ჰეიკმა დაარასა, რომელმაც უკვე 66 ქვეყანაში იმოგზაურა. ვებგვერდის მიზანი ახალი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge