ევროსაბჭოში აფხაზეთის კაპელამ და ჯგუფმა The Georgian Six-მა ქართული "ლალე" შეასრულეს | ვიდეო
- საზოგადოება
- 07.11.2019
- 11:57
სტარასბურგში, ევროსაბჭოში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის გახსნაზე აფხაზეთის კაპელამ და ჯგუფმა The Georgian Six ქართული სიმღერა "ლალე" და ინგლისურენოვანი What a wonderful World შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მუსიკალური ნომრების არანჟირება ზვიად ბოლქვაძემ განახორციელა.
6-8 ნოემბერს ევროპის საბჭოში გაიმართება დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმი. წელს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავია, ამასთან, პირველად ევროსაბჭოს ისტორიაში საქართველო მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200