png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

  • კომენტარები
  • 30.10.2019
  • 12:25
შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ იგი ბოდბელი მღვდელმთავრის, მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ თანამდებობაზე და მეორე, დანაშაულის შემცველი ნიშნები ამ განცხადებაში არ ყოფილა.

აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენელია იმ მოვლენებთან.

რაც შეეხება იმას, თუ არსებობს რაიმე ფაქტები, ყველას მათ შორის სასულიერო პირებს აქვთ უფლება, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია და მიმართონ საგამოძიებო უწყებას",- თქვა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, 26 ოქტომბერს, "ტელეკომპანია პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.

მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისასა, მას შეხვედრაზე უხმეს, რომელსაც ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური.

მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მას "ეჩალიჩებოდნენ", რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

სავარაუდო შეხვედრის მონაწილეებმა, მეუფე იაკობის სიტყვები არ დაადასტურეს.

მოგვიანებით, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge